Loading data...
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული ჯარების წინსვლის ტემპი შენელდა

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იანვარში უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსული ჯარების წინსვლის ტემპი შენელდა, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მზადყოფნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გერტ კაჯუმ განაცხადა, მის სიტყვებს ERR ციტირებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ კვირას უკრაინის ფრონტზე დღეში საბრძოლო შეტაკებების საშუალო რაოდენობა შემცირდა და 150-ს არ გადააჭარბა.

„რუსეთი კვლავაც უდიდეს ზეწოლას ახდენს პოკროვსკოესა და გულიაიპოლეს მიმართულებით. ამავდროულად, რუსული ჯარების წინსვლის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია სლავიანსკ-ლიმანისა და კონსტანტინოვკა-დრუჟკოვკას მიმართულებიდან მოდის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, მაგალითად, ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული დანაყოფების წინსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მზადყოფნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მან დასძინა, რომ იანვართან შედარებით, რუსული ჯარების წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად დაბალი იყო წინა თვეებთან შედარებით.

„ამაში მნიშვნელოვან როლს ნამდვილად თამაშობს ამინდი, რომელიც საკმაოდ ცივია“, - დასძინა მან.

კაჯუმ აღნიშნა, რომ უკრაინული დანაყოფების აქტიურმა თავდაცვითმა მოქმედებებმა, კერძოდ, კუპიანსკის მიმართულებით კონტრშეტევამ, ასევე, დიდი როლი ითამაშა.