ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ესტონეთი რუსული აგრესიისთვის უკეთ არის მომზადებული, ვიდრე მთლიანად ნატო
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პოტენციური აგრესიისთვის უკეთ არის მომზადებული, ვიდრე მთლიანად ნატო, - ამის შესახებ მან POLITICO Speakeasy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
თავისი არგუმენტების დასასაბუთებლად მინისტრმა მოიყვანა სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის სისტემა და სარეზერვო ძალების ძლიერი სტრუქტურა, რომლებიც, ჰანო პევკურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეძლებენ მობილიზებას., ასევე, სამხედრო წვრთნების დიდი რაოდენობა და ქვეყანაში ნატოს სხვა ქვეყნების ჯარების ყოფნა.
პევკურმა, ასევე, ისაუბრა აშშ-ის განზრახვაზე, შეამციროს ჯარების რაოდენობა ევროპაში.
„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როდესაც აირჩიეს, ის თავიდანვე აცხადებდა, რომ ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნა შემცირდებოდა“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.