1771398240
უცხოეთი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი არ ვართ
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ესტონეთს თავის ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება შეუძლია.
ბირთვულ შეკავებაზე საუბრისას ცაჰკნამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ევროპამ არ უნდა უარყოს ნატოს ზენაციონალური ბირთვული შეკავება.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ესტონეთი მზადაა, მოკავშირეთა ბირთვული იარაღი თავის ტერიტორიაზე განათავსოს.
„ჩვენ არ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების წინააღმდეგი. ჩვენ არ გვაქვს დოქტრინა, რომელიც ამას გამორიცხავს, თუ ნატო საჭიროდ ჩათვლის, ჩვენი თავდაცვის გეგმების შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე, მაგალითად, ბირთვული იარაღის განლაგებას“, - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.