ესტონეთის პრემიერი: ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიჰალი მიიჩნევს, რომ ევროპა კრემლის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის. ამის შესახებ მან The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, 19 რუსული დრონი შეიჭრა, მიჰალმა განაცხადა, რომ პოლონეთის განმეორებითი გაფრთხილებები რუსული აგრესიის შესახებ სრულად გამართლებული იყო.
„რუსეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპას, ნატოსა და მსოფლიოს ყველა გონიერ ქვეყანას“, - აცხადებს მიჰალი.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს „ჰაერში გამოცდა“ ჩაუტარდა.
მიჰალი მიიჩნევს, რომ ალიანსის რეაქციამ „დამაჯერებლად ჩააბარა გამოცდა“.
„ევროპას დიდი დრო სჭირდება, რათა გაცილებით უფრო ძლიერი გახდეს. ჩვენ ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვართ“, - აცხადებს ესტონეთის პრემიერი.