1768893324
უცხოეთი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი: პუტინი ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით პასუხობს
„პუტინი დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით პასუხობს“, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს.
„პუტინი დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასობრივი საჰაერო თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით პასუხობს, რითაც თავიდანვე დისკრედიტაციას უწევს ამ იდეას“, - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი.
Putin responds to Donald Trump’s ‘Board of Peace’ invitation by killing civilians in massive air attacks on Kyiv and other Ukrainian cities — discrediting the idea from the very start.
— Marko Mihkelson 🇪🇪🇺🇦 (@markomihkelson) January 20, 2026