Loading data...
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთში, 29 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

კენჭისყრა იმართება პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადაწყვეტილებით, რომელმაც პარლამენტი დაითხოვა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა საბინაო კრიზისთან დაკავშირებული მისი სამთავრობო ინიციატივები ჩააგდეს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ (PP) და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“ (Vox) ერთობლივად უმრავლესობის მოპოვებასთან ახლოს არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე ძალას შესაძლოა ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველად მიეცეს ეროვნულ მთავრობაში შესვლის შესაძლებლობა.