ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დასრულდა - წინასწარი შედეგებით PP და Vox უმრავლესობას იღებენ, ამომრჩეველთა აქტივობა კი 79%-ია
„ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა“, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ხმების 30%-ზე მეტის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე კონსერვატიული სახალხო პარტია (PP) იმყოფება, რომელმაც 132 საპარლამენტო მანდატი მიიღო. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური მუშათა პარტია (PSOE) 120 მანდატით, ხოლო მესამე პოზიციას ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ (Vox) იკავებს 49 მანდატით.
პირველადი შედეგებით, სახალხო პარტიასა და „ვოქსს“ ჯამში 181 მანდატი აქვთ, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 176 მანდატზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ თუ ორივე პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდება, მათ მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ექნებათ.
დანარჩენი პოლიტიკური ძალების შედეგები ასეთია:
- „ფრენტე ამპლიო“ – 10 მანდატი
- „კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენეობა“ – 11 მანდატი
- „ჯუნტსი“ – 5 მანდატი
- “ბასკური კოალიცია ეჰ ბილდუ“ – 7 მანდატი
- „ადელანტე ანდალუსია“ – 4 მანდატი
- „ბასკური ნაციონალისტური პარტია“ – 3 მანდატი
- „პოდემოსი“ – 3 მანდატი
- „გალისიის ნაციონალისტური ბლოკი“ – 2 მანდატი
- „ნავარის სახალხო კავშირი“ – 2 მანდატი
- „კანარის კოალიცია“ – 1 მანდატი
არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 79% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელიც საბოლოო არ არის.
შედეგები ჯერ კიდევ წინასწარია და ხმების დათვლის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს.
