ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა
ესპანეთის პროვინცია ტოლედოში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ მედია სარკინიგზო ავარიების საგამოძიებო კომისიის (CIAF) ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
BBC-ის ინფორმაციით, კომპიუტერული სისტემის გაუმართაობის გამო, უსაფრთხოების სისტემამ მადრიდი-სევილიის ხაზის გარკვეულ მონაკვეთზე ყველა მატარებელი ავტომატურად გააჩერა. კომპანია Iryo-ს მატარებელი, რომელშიც 147 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგზე გაჩერებული იდგა, რა დროსაც მას უკნიდან Renfe-ს მატარებელი შეეჯახა.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ოსკარ პუენტეს განცხადებით, ესპანეთში ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და ევროპის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სარკინიგზო კატასტროფა კომპიუტერულმა გაუმართაობამ და ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.