1771319988
უცხოეთი
ესპანეთში ხანძრის შედეგად ხუთი მოზარდი დაიღუპა
ესპანეთში, კატალონიის ქალაქ მანლეუში, შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი მოზარდი დაიღუპა, ოთხი კი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, ხანძარი ხუთსართულიანი შენობის ზედა სართულზე მდებარე სათავსოში გაჩნდა და გაურკვეველი მიზეზის გამო, შიგნით მყოფმა ადამიანებმა თავის დაღწევა ვერ შეძლეს.
კატალონიის სახანძრო სამსახურში ზარი საღამოს 9:10 საათზე მიიღეს. ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა ცამეტი სახანძრო ჯგუფი.
კატალონიის სახანძრო სამსახურის ცნობით, ყველა მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო, თუმცა მათი ასაკი უცნობია.
შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ევაკუაცია გამოაცხადეს.