Loading data...
ესპანეთში ექიმებმა საკრუიზო გემის შემოწმება დაიწყეს - ხელისუფლებამ მგზავრების ევაკუაცია უნდა დაიწყოს

ესპანელი სამედიცინო მუშაკები ტენერიფეს კუნძულზე ჩასულ MV Hondius საკრუიზო გემზე ავიდნენ, რათა მგზავრებს ევაკუაციამდე საბოლოო შემოწმება ჩაურატონ, - ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

როგორც მედია წერს, მანამდე, გემი პორტში ჩასვლისთანავე სპეციალიზებულმა ექსპერტებმა უკვე შეამოწმეს. შემოწმების დროს, გემზე მღრღნელები არ აღმოჩენილა.

სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ, ხელისუფლებამ მგზავრების ევაკუაცია უნდა დაიწყოს.

ევაკუაციის პროცესს - ჯანდაცვის წარმომადგენლები და ქვეყნის შს მინისტრი ესწრება.