Loading data...
ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა ფიქსირდება

„ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის მაღალი აქტივობა ფიქსირდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“ ერთად 176 მანდატის (პარლამენტში უმრავლესობის) მოპოვებასთან ახლოს არიან. თუ ასე მოხდება, ულტრამემარჯვენე პარტია ფრანკოს დიქტატურის შემდეგ პირველად შევა ესპანეთის მთავრობაში.

„ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის აღიარებაა. ჩვენ გვაქვს სუფთა და დამცავი სისტემა. ხალხის სურვილები ხმის მიცემით გამოიხატება. ამ მომენტიდან პარლამენტი ისარგებლებს უდიდესი ლეგიტიმაციით ამომრჩეველთა აქტივობისა და მონაწილეობის თვალსაზრისით, რადგან ეს ნამდვილად ასახავს მოქალაქეების ნებას. მთავრობას ექნება საკმარისი ძალა, რომ საარჩევნო პროგრამა აღასრულოს“, - განაცხადა პრემიერმა პედრო სანჩესმა

ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე დასრულდება, როდესაც საარჩევნო კამპანიის ბოლო კვირაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდება.