1793204137
უცხოეთი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა
„ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა“, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმავე სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე წელს მომხდარ კიდევ ერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე გაამახვილა, რომელსაც 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, უსაფრთხოების სისტემაში არსებული ნებისმიერი ხარვეზი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება,
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა ჩვენი სწრაფი რკინიგზის ქსელის მიმართ. სრულიად მიუღებელია, რომ ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ერთ წელს ორჯერ მოხდეს ასეთი მასშტაბური ავარია“, - განაცხადა სანჩესმა.
სამგლოვიარო დღეები ესპანეთში ხვალიდან ამოქმედდება.