ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პარტია ანდალუსიაში ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა
„ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ მარცხი განიცადა, - ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
როგორც ესპანური მედია წერს, ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, სოციალისტურმა სოციალისტურმა პარტიამ ხმების 22.78% მოიპოვა.
ეს ნიშნავს, იმას რომ რეგიონულ პარლამენტში სოციალისტებს 28 ადგილი ექნებათ, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ორით ნაკლებია.
„ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაც კი სოციალისტურ პარტიას ოდესმე ჰქონია ანდალუსიის არჩევნებში“, - წერს ესპანური მედია.
ესპანური მედიის ცნობით, კონსერვატიული სახალხო პარტია (PP) დამაჯერებელი გამარჯვებას აღწევს.
„სახალხო პარტიამ დაკარგა აბსოლუტური უმრავლესობა ანდალუსიის პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რეგიონული მთავრობის ფორმირებისთვის ულტრამემარჯვენე Vox-ისთვის მოუწევს მიმართვა“, - აღნიშნავს ესპანური მედია.