Loading data...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში ისრაელის მიერ ჩადენილი გენოციდის დაუსჯელად დატოვებას არ ნიშნავს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი არ უნდა მოხდეს ღაზაში „გენოციდის“ ჩადენისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის ხარჯზე.

„მშვიდობა არ ნიშნავს დავიწყებას; ის არ ნიშნავს დაუსჯელობას“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა რადიო Cadena Ser-თან ინტერვიუში.

„მათ, ვინც ღაზაში ჩადენილი გენოციდის მთავარი მონაწილეები იყვნენ, სამართლიანობის წინაშე უნდა აგონ პასუხი, დაუსჯელობა არ შეიძლება“, - დასძინა სანჩესმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე.

ისრაელი გენოციდის ყველა ბრალდებას უარყოფს.