Loading data...
ესპანეთის მთავრობამ სეუტასა და მელილაზე მაროკოს პრეტენზიები „კატეგორიულად უარყო“

ესპანეთის მთავრობამ „კატეგორიულად უარყო“ სეუტასა და მელილას ავტონომიურ ქალაქებზე მაროკოს მიერ გამოთქმული პრეტენზიები. ამის შესახებ განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქალაქები ესპანეთის ნაწილია და ასევე, ევროკავშირის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.

ესპანეთის საგარეო უწყებამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მაროკოს იუსტიციის მინისტრმა აბდელატიფ ოუაჰბიმ განაცხადა, რომ სეუტა და მელილა მაროკოს „ისტორიულ და გეოგრაფიულ უფლებას“ წარმოადგენს და მოითხოვა ესპანეთთან დიალოგის მექანიზმის შექმნა, რათა განიხილონ მათი მომავალი და ეს ტერიტორიები „სამშობლოს წიაღს დაუბრუნდეს“.

„სეუტა და მელილა ორი ესპანური ქალაქია, რომლებიც ესპანეთსა და ევროკავშირს შორის სასაზღვრო ქალაქებია. ისინი ესპანეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ნაწილია, ასევე, ევროკავშირის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ და მომავალშიც უარვყოფთ ნებისმიერ სხვა მიდგომას სეუტასა და მელილასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ.