1772217130
უცხოეთი
„ესკალაციის რისკი მაღალია“ - პოლონეთი მოუწოდებს ისრაელში, ირანსა და ლიბანში მყოფ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეს ქვეყნები
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი, ისრაელი და ლიბანი ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების გამო.
„ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია. ესკალაციის რისკი მაღალია! შესაძლოა, სამოქალაქო მიმოსვლისთვის საჰაერო სივრცე დაიხუროს. საჰაერო გზით დაბრუნება, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს ან მნიშვნელოვნად შეფერხდეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.