Loading data...
„ეს ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება“ - აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დენ ნეგრეანუმ განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების შესახებ.

ნეგრეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი იერიშის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

„მოვუწოდებთ ორივე მხარეს, შეწყვიტონ ნებისმიერი დარტყმა, რომელიც აზიანებს, ან საფრთხეს უქმნის სამოქალაქო გემებს. უაზრობაა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლის დაღვრა, როდესაც ამ ომის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, - ხაზგასმით აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

ამიტომ, იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი და უკრაინა „მოლაპარაკებებს უნდა დაუბრუნდნენ“ და დასძენს, რომ შეერთებული შტატები „შეასრულებს ნებისმიერ კონსტრუქციულ როლს, რაც შეუძლია, რათა ხელი შეუწყოს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებს ამ შედეგის მისაღწევად“.

ნეგრეამ ასევე დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება უკრაინის, როგორც სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოს მიმართ.