„ეს ხრიკები ჩემზე არ მოქმედებს“ - ისრაელის ოპოზიციის ლიდერი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ერთიანობის მთავრობის შესახებ უარყოფს
ისრაელის პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირების მანდატის მქონე გადი ეიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა.
პარტია „იაშარის“ ლიდერმა გადი ეიზენკოტმა ეს ინიციატივა „მორიგ პოლიტიკურ მანევრად“ და „ხრიკად“ შეაფასა, რომლის მიზანიც ახალი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესის შეფერხებაა.
მისი თქმით, „ლიკუდისა“ და „იაშარის“ მომლაპარაკებლების ჯგუფები შეხვედრაზე უკვე შეთანხმდნენ, რომელიც ხვალ გაიმართება.
როგორც მან აღნიშნა, ნეთანიაჰუს „პოლიტიკური ხრიკები მასზე არ მოქმედებს“ და მასთან პოლიტიკური პარტნიორობა გამორიცხულია.
„ის ამბობს, რომ ერთიანობა სურს, თუმცა ქნესეთში სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებას შეურაცხყოფს, საზოგადოებას ყოფს და დაპირისპირებისკენ უბიძგებს, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს. კარგი მცდელობაა, მაგრამ ეს ხრიკები ჩემზე არ მოქმედებს. არც ისრაელის მოქალაქეებზე იმოქმედებს“, - განაცხადა ეიზენკოტმა.