Loading data...
„ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, თქვენი ბატონი მოსკოვში 100 წელი ვერ იცოცხლებს“ - სიბიგა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ორბანის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა. 

კერძოდ, ორბანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

„ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენი ბატონი მოსკოვში 100 წელი ვერ იცოცხლებს, მაშინაც კი, თუ მზად იქნებით, მას ყველა ორგანო მისცეთ. იმ დღეს, როდესაც უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ჩვენ ამ სათაურს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოვაქვეყნებთ, რათა თქვენი ტყუილები მომდევნო 100 წლის განმავლობაში გვახსოვდეს“, – დაწერა სიბიგამ X-ზე.