ორბანი: ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს
ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი იყოს, ხოლო უკრაინა ერთადერთ გზად ხედავს, რომ უნგრეთის სახით წინაღობა მოიშოროს, ბუდაპეშტში პროუკრაინული მთავრობის არსებობით.
„უნდა ვაღიაროთ, უკრაინელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში, რადგან მათ ფუნდამენტურ ინტერესებშია უნგრეთში მთავრობის შეცვლა. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
Hungarian PM Viktor Orbán:
— Clash Report (@clashreport) January 23, 2026
I think that in the next 100 years there will not be a parliament in Hungary that will vote in favor of Ukraine joining the European Union. pic.twitter.com/n67Z2a6Sdi