Loading data...
„ეს ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას“ - მასკმა გააკრიტიკა TikTok-ის აკრძალვა აშშ-ში

ამერიკელმა მილიარდერმა და სოციალური ქსელის X-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok სოციალური ქსელის დაბლოკვა სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

მან აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში TikTok-ის აკრძალვის წინააღმდეგი იყო და ეს ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას

„მე დიდი ხანია წინააღმდეგი ვარ TikTok-ის აკრძალვის, რადგან ეს ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, დღევანდელი სიტუაცია, როდესაც TikTok ნებადართულია ამერიკაში, მაგრამ X აკრძალულია ჩინეთში, დაუბალანსებელია. რაღაც უნდა შეიცვალოს“, - წერს მასკი.