„ეს დემოკრატია არ არის, ეს შენიღბული ტირანიაა - გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“ - რუბიო AfD-ს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააკრიტიკა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის (AfD) „მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოცხადება.
„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის - ეს შენიღბული ტირანიაა. სინამდვილეში, ექსტრემისტული პოპულარული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“, - წერს რუბიო.
Germany just gave its spy agency new powers to surveil the opposition. That’s not democracy—it’s tyranny in disguise.
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) May 2, 2025
What is truly extremist is not the popular AfD—which took second in the recent election—but rather the establishment’s deadly open border immigration policies…