„ეს ჩვენი ომი არ არის“ - პისტორიუსმა უპასუხა ტრამპის მოწოდებას ჰორმუზის სრუტეში საბრძოლო გემების გაგზავნის შესახებ
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მოწოდების მიხედვით გერმანია ჰორმუზის სრუტეში საბრძოლო ხომალდებს არ გააგზავნის. ამის შესახებ tagesschau.de იუწყება.
„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ დიპლომატიური გადაწყვეტა გვსურს, ხოლო ომის სწრაფ დასრულებას რეგიონში დამატებითი საბრძოლო ხომალდების გაგზავნა ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ეს გზა აირჩიეს.
„ჩვენ ამას ზომიერად ვაკრიტიკებდით. მაგრამ შემდგომი ნაბიჯი ამ კონფლიქტში ჩვენს ჩართვის საფრთხეს ქმნის“, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.
The Telegraph იუწყება, რომ ტრამპის მოწოდების შესაბამისად ჰორმუზის სრუტეში საბრძოლო ხომალდების გაგზავნაზე უარი დიდი ბრიტანეთიც აცხადებს. ამავე გამოცემის ცნობით, საბრძოლო ხომალდების გასაგზავნად არც საფრანგეთი და სამხრეთ კორეა არიან მზად.