„ეს ჩემთვის ამ შენობაში გატარებული ბოლო საღამოა“ - სერბეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. წერს „როიტერი“.
როგორც მედია წერს, ამით მან გზა გაუხსნა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. მან პოსტი 2026 წლის 27 სექტემბერს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შვიდი თვით ადრე დატოვა.
ბელგრადის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ, ვუჩიჩს ასობით მხარდამჭერი ოვაციებით შეხვდა.
„ეს ჩემთვის ამ შენობაში გატარებული ბოლო საღამოა“, - განუცხადა მან ხალხს თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე და დასძინა: „ერთგულად ვემსახურე თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს... ვამაყობ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ“.
სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მოქმედი სპიკერი ანა ბრნაბიჩი პრეზიდენტის მოვალეობას დროებით შეასრულებს ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. საპრეზიდენტო არჩევნები 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, საარჩევნო კამპანია კი 30-დან 60 დღემდე გაგრძელდება.