Loading data...
„ერთ დღეს მას შევხვდები“ - ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს.

მოუთმენლად ველოდები კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. ერთ დღეს მას შევხვდები“, - აცხადებს ტრამპი.

ტრამპმა გაიხსენა, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ორჯერ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, რომელიც „ძალიან კეთილი იყო მის მიმართ“ და „ჩვენ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს“.