1759909700
უცხოეთი
ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს.
პუტინმა და ერდოღანმა თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს, თურქეთმა კი მშვიდობისთვის იმუშაოს.
ერდოღანმა პუტინს საუბრისას დაბადების დღეც მიულოცა.
ინფორმაციისთვის, სექტემბრის დასაწყისში ერდოღანმა თქვა, რომ პუტინი და ზელენსკი ჯერ შეხვედრისთვის მზად არ არიან.