ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრა თავის ირანელ კოლეგასთან მასუდ პეზეშკიანთან, რის შემდეგაც ანკარამ გამოაცხადა მზადყოფნა, იმოქმედოს, როგორც შუამავალმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურმა განაცხადა.
მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონში მზარდი სამხედრო დაძაბულობა იყო.
საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს დაძაბულობის შესამცირებლად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს ის მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც თურქეთში იმყოფება.
Cumhurbaşkanımız Sayın Recep Tayyip Erdoğan, İran Cumhurbaşkanı Mesud Pezeşkiyan ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
— T.C. İletişim Başkanlığı (@iletisim) January 30, 2026
Liderler, Türkiye - İran ikili ilişkileri ile bölgede tırmanan askeri gerilimi ele aldı.
Cumhurbaşkanı Erdoğan görüşmede, gerilimin düşürülmesi ve…