Loading data...
ერდოღანის თქმით, ეგვიპტე შესაძლოა თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის თავდაცვის პაქტს შეუერთდეს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეგვიპტე შესაძლოა თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის მიერ გაფორმებულ თავდაცვის პაქტს შეუერთდეს. ამის შესახებ მან „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა

ერდოღანის თქმით, შეთანხმება სხვა ქვეყნებისთვისაც ღიაა და მისი გაფართოება მომავალში შესაძლებელია.

თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვის პაქტს 7 აგვისტოს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ერთ-ერთ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა სამივე სახელმწიფოზე თავდასხმად განიხილება. პაქტის მიზანი ქვეყნებს შორის თავდაცვისა და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

ამასთან, ერდოღანმა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ანკარისთვის უკვე პრიორიტეტი აღარ არის. მისივე თქმით, თუ ევროკავშირი თურქეთს არ მიიღებს, ამით თავად ევროპა იზარალებს.