Loading data...
ერდოღანი პუტინს: უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დროს განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.

შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიმართულებით.

ჩვენმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და რომ თურქეთი მშვიდობისთვის მუშაობას გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.