ერდოღანი: ჩემი და ჩემი ერის სახელით ვუსამძიმრებ ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს

ჩემი და ჩემი ერის სახელით ვუცხადებ სამძიმარსა და თანაგრძნობას გარდაცვლილის ოჯახს, ვატიკანის სახელმწიფოსა და კათოლიკურ სამყაროს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.
„მწუხარებით შევიტყვე პაპ ფრანცისკეს, კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერისა და ვატიკანის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, პატივსაცემი სახელმწიფო მოღვაწე, პაპი ფრანცისკე იყო ასევე სულიერი ლიდერი, რომელიც მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს სხვადასხვა რწმენის ჯგუფებს შორის და ინიციატივას იღებდა ჰუმანიტარული ტრაგედიების, განსაკუთრებით პალესტინის საკითხისა და ღაზაში გენოციდის წინაშე.
ჩემი და ჩემი ერის სახელით ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ვატიკანის სახელმწიფოს და კათოლიკურ სამყაროს“, – წერს ერდოღანი.
ცნობისთვის, 21 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Katolik dünyasının ruhani lideri, Vatikan Devlet Başkanı Papa Fransuva’nın vefatını üzüntüyle öğrendim.
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) April 21, 2025
Saygıdeğer bir devlet adamı olan Papa Fransuva, aynı zamanda farklı inanç grupları arasında diyaloğa önem veren, özellikle Filistin meselesi ve Gazze’deki soykırım başta olmak…