Loading data...
ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგში მიიღებს მონაწილეობას. 

„ღვთის ნებით, ჩვენ, როგორც თურქეთი, მონაწილეობას მივიღებთ მისიის ძალაში, რომელიც გააკონტროლებს შეთანხმების განხორციელებას ადგილზე“, - განაცხადა მან ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, თურქეთი ღაზას აღდგენაში წვლილს შეიტანს.

ცნობისთვის, ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, „ჰამასი“ განიარაღდება და ხელისუფლებას ჩამოშორდება.