Loading data...
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს.

„ჰამასი“ მადლობას უხდის ყველა ჩართულ შუამავალს: კატარს, ეგვიპტეს და თურქეთს. განცხადებაში, ასევე, მადლობა გადაუხადეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„ჩვენ, ასევე, ვაფასებთ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც ცდილობს ომის საბოლოოდ დასრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ჰამასმა“, ასევე, მოუწოდა შუამავლებს, აიძულონ ისრაელი „სრულად შეასრულოს შეთანხმების მოთხოვნები და არ მისცენ მას შეთანხმების შესრულების თავიდან აცილების ან გადადების საშუალება“.