1774380476
უცხოეთი
ერდოღანი: ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, თუმცა ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ძირს უთხრის
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომი დიალოგისა და სერიოზული მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს, თუმცა ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ძირს უთხრის. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ერდოღანის შეფასებით, დაუშვებელია, ისრაელის უკომპრომისო, მაქსიმალისტურმა და რადიკალურმა პოზიციამ დიპლომატიური გადაწყვეტილებები ჩაშალოს.
„არცერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა ღირებულად მიაჩნია, არ უნდა აგრძელებდეს იმ ცეცხლის გაღვივებას, რომელიც ისრაელმა ჩვენს რეგიონში უსამართლოდ გააღვივა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.