ერაყის ნავთობის საბადოებიდან უცხოელი პერსონალის ევაკუაცია დაიწყო - THE TIMES OF ISRAEL

ბაზარზე ნავთობის მსხვილი წარმოებები ერაყიდან უცხოელი პერსონალის ევაკუაციას იწყებენ. ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL საუბრობს. როგორც მედია იუწყება, ერაყის სამხრეთით მდებარე ნავთობის საბადოებიდან ნავთობის წარმოება, ამ დროისთვის, უცვლელი რჩება და ექსპორტი, საშუალოდ, დღეში 3.32 მილიონ ბარელს შეადგენს.
პერსონალის ევაკუაციასთან დაკავშირებული ზომების მიღება ირანის ბირთვულ ობიექტებაზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებს და ისრაელ-ირანის კონფლიქტს მოჰყვა. გამომდინარე იქიდან, რომ ირანთან მოკავშირე დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აშშ გააფრთხილა, თუ შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტში ჩაერევა, რეგიონში ამერიკის ჯარებზე თავდასხმას განვაახლებთო, ნავთობის მწარმოებელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, უცხოელი პერსონალი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაიყვანონ.
როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, პროცესი ნავთობის წარმოებაზე გავლენას არ მოახდენს.