Loading data...
ერ-რიადის აეროპორტში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა

„საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის აეროპორტში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევა იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე სარაკეტო დარტყმების ფონზე მოხდა.

შექმნილი ვითარების გამო, ერ-რიადის მიმართულებით დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა ან სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მხარდაჭერილმა იემენის მთავრობამ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო, დაჯგუფებამ ქვეყნის საჰაერო სივრცე სამხედრო ოპერაციების ზონად გამოაცხადა და სამგზავრო თვითმფრინავებს ტერიტორიისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.