ენდრიუ ფაზდერი: ტრამპის ადმინისტრაცია დაეხმარა ევროპელებს, შეეწყვიტათ „მაღვიძარას გადაწევა“ და გამოფხიზლებულიყვნენ
ტრამპის ადმინისტრაცია დაეხმარა ევროპელებს, შეეწყვიტათ „მაღვიძარას გადაწევა“ და გამოფხიზლებულიყვნენ, – ამის შესახებ ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, ენდრიუ ფაზდერმა განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატი მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ორ მხარეს შორის უფრო მეტი თანხვედრისკენ მოწოდებას და მას ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის „დადებითი“ უწოდა.
ენდრიუ ფაზდერის განცხადებით, დიდი დიპლომატის დამახასიათებელი ნიშანია შეძლო იმის თქმა, რაც ხალხმა უნდა მოისმინოს და შეიძლება არ სურდეს ამის მოსმენა.
აშშ-ის ელჩი ასევე მიესალმა ევროპის „პროგრესს“ მიგრაციის პოლიტიკისადმი მიდგომის აშშ-სთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
„მე სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ევროკავშირის პოზიცია იმიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად დაშორდა ამერიკულ პოზიციას“, - აღნიშნა ელჩმა.
ფაზდერმა მიუთითა იმაზე, რაც მისი აზრით, ევროპის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს: მასობრივი იმიგრაციის გავლენა.
აშშ-ის ელჩის თქმით, „მათ განსხვავებული ღირებულებები აქვთ, არც სწორი და არც არასწორი, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ჩვენგან“.
„არსებობს განსხვავება მართულ და მასობრივ მიგრაციას შორის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მხოლოდ კონტინენტზე შემოსული ადამიანების ნაკადებს და რეაქცია არ ყოფილა პოზიტიური“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.