Loading data...
ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის წინადადება გადადგომის შესახებ უარყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალს სთხოვა, ამ დროისთვის თანამდებობაზე დარჩეს. ინფორმაციას CNN-ი ელისეის პრეზიდენტის სასახლის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ატალმა გადადგომის შესახებ წინადადება დღეს დილით წარადგინა, თუმცა მაკრონმა ის უარყო.

წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ატალს სთხოვა, ამ მომენტისთვის ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამდებობა არ დატოვოს.  

შეგახსენებთ, საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი - 182, მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალმა სახალხო ფრონტმა“ მიიღო. 168 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“, ხოლო მესამე ადგილზე 143 მანდატით მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანებაა“.