1731237426
უცხოეთი
ემანუელ მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა - Ipsos-ის გამოკითხვა
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა. 2017 წელს მისი არჩევის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - La Tribune Dimanche-ის დაკვეთით გამოკითხვა Ipsos-მა ჩაატარა.
მაკრონის რეიტინგი გამოკითხვაში ოქტომბრის შემდეგ ორი პუნქტით შემცირდა. მაკრონის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 73%-ს.
რეიტინგის ვარდნა შეეხო საფრანგეთის ახლად დანიშნულ პრემიერ მინისტრ მიშელ ბარნიესაც. მისი რეიტინგი ოქტომბრიდან 33%-დან 31%-მდე შემცირდა.
საფრანგეთის მოქალაქეებმა მინისტრებს შორის საუკეთესოდ შეაფასეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ბრუნო რეტაილო, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი ანტიმიგრაციული რიტორიკით.
მისი მოწონების რეიტინგი 36%-ია.