Loading data...
ემანუელ მაკრონი: უკრაინაში ჯარების გაგზავნა დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა ვითარების ესკალაციას და სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას ნიშნავს, - ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მტკიცებულებას ან დადასტურებას იმისა, რომ რუსები ცდილობენ კომპრომისის მიღწევას სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში.

„ისინი კვლავ ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ისინი უბრალოდ დროს აჭიანურებენ“, - აღნიშნა მან.

საფრანგეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა ჯარების გაგზავნა შეცდომა იქნება, რადგან ევროპას დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულებენ, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

მან, ასევე, დასძინა, რომ ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის აღდგენა უნდა მოხდეს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო კვირებში უნდა იყოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის აღდგენა. რათა მათ, ჩვენთან ერთად, გააცნობიერონ, რომ მოკლევადიანი მოლაპარაკებების ადგილი აღარ არის. მათ უნდა დააწესონ დამატებითი სანქციები, დამატებითი ზომები ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე, რათა შეწყდეს ეს ომი, მაგრამ გაცილებით უკეთეს სიტუაციაში“, - განმარტა მაკრონმა.