Loading data...
ემანუელ მაკრონი სირიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

6 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ France 24 იტყობინება. 

როგორც ელისეის სასახლეში ჟურნალისტებს განუცხადეს, მაკრონის ვიზიტი სირიაში 7 ივლისამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტი თავისუფალი სირიის მხარდაჭერაზე ისაუბრებს.

„საფრანგეთმა გადაწყვიტა, პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მის ჩამოსვლამდე არ გაემჟღავნებინა, ძირითადად უსაფრთხოების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სირიაში 2008-2009 წლებში ნიკოლა სარკოზის ვიზიტის შემდეგ. 

მაკრონის განცხადებით, სირიაში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება სირიელი ხალხის მიმართ.