ემანუელ მაკრონი: რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პოლონელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ მალე ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბარს გეგმავს.
L’incursion de drones russes dans l’espace aérien polonais au cours d’une attaque conduite par la Russie contre l’Ukraine est tout simplement inacceptable. Je la condamne avec la plus grande fermeté. J’appelle la Russie à mettre fin à cette fuite en avant. Je réitère au peuple…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 10, 2025