ემანუელ მაკრონი: რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასობით დრონი და ათობით რაკეტა გაუშვა.
„უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვდგავართ მშვიდობის მხარეს. რუსეთი კი სულ უფრო ღრმად იკეტება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს მაკრონი.
Russia has once again rained down hundreds of drones and a dozen missiles on Ukraine overnight, striking indiscriminately — including residential areas and the seat of government.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 7, 2025
My thoughts are with the victims, their loved ones, and with Ukraine and the Ukrainian people.…
რუსეთმა 7 სექტემბერს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა.