ემანუელ მაკრონი: როდესაც ნავთობი ზეწოლის ქვეშ ექცევა, საწვავის ფასები იზრდება, ვმოქმედებ, რათა შევამციროთ დაძაბულობა, დავიცვათ ჩვენი მომარაგება და ფასებზე ზეწოლა შევამსუბუქოთ
„როდესაც ნავთობი ზეწოლის ქვეშ ექცევა, საწვავის ფასები იზრდება. ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის, რაც საფრანგეთიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ხდება, საბოლოოდ ყოველთვის ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.
„ვმოქმედებ, რათა შევამციროთ დაძაბულობა, დავიცვათ ჩვენი მომარაგება და ფასებზე ზეწოლა შევამსუბუქოთ. ამ კვირის დასაწყისში ერაყის პრემიერ-მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს შევხვდი საუდის არაბეთის პრინცს და კატარის ამირას.
პრიორიტეტია: ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა - ეს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო გზაა, ჩვენი პარტნიორების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და ნავთობის წარმოების უზრუნველყოფა.
ჩვენი მომარაგების გარანტირება აუცილებელია. ამ საკითხზე ვმუშაობთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს. ასევე, ვმუშაობთ ალტერნატიული მარშრუტების გახსნაზე, რათა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება ამ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე და უზრუნველვყოთ ჩვენი მომარაგება. ნავთობის ტრანსპორტირების მეტი მარშრუტი ნიშნავს ნაკლებ დამოკიდებულებას. ნაკლები დამოკიდებულება ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას. მეტი უსაფრთხოება კი ფასებზე ნაკლებ ზეწოლას ნიშნავს.
დაძაბულობის შემცირება, ნავთობის მომარაგების უზრუნველყოფა, საწვავის ფასებზე ზეწოლის შემსუბუქება - ეს ყველაფერი ფრანგების დაცვის ნაწილია“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
Quand le pétrole est sous pression, les prix à la pompe grimpent. Je sais ce que cela représente pour les Français. Ce qui se passe à des milliers de kilomètres de chez nous finit toujours par peser sur notre quotidien. Alors j’agis pour réduire les tensions, sécuriser nos approvisionnements et faire baisser la pression sur les prix. Après mes échanges avec le Premier ministre irakien en début de semaine, je me suis entretenu aujourd’hui avec le Prince héritier d’Arabie saoudite et l’Émir du Qatar. La priorité : rétablir la liberté de navigation dans le détroit d’Ormuz, artère vitale pour le passage du pétrole, protéger les infrastructures énergétiques de nos partenaires et sécuriser la production. C’est indispensable pour garantir nos approvisionnements. Nous y travaillons avec nos partenaires de la coalition pour la liberté de navigation dans le détroit d’Ormuz. Nous travaillons aussi à ouvrir des routes alternatives pour réduire notre dépendance à ce passage stratégique et pour sécuriser nos approvisionnements. Plus de routes pour le pétrole, c’est moins de dépendance. Moins de dépendance, c’est plus de sécurité. Et plus de sécurité, c’est moins de pression sur les prix. Faire reculer les tensions. Sécuriser le pétrole. Faire baisser la pression sur les prix à la pompe. C’est aussi cela, protéger les Français.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 16, 2026