Loading data...
ემანუელ მაკრონი: მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები აუცილებლად უნდა დაესწრონ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, ისინი მშვიდობას ვერ მოიტანს.

„მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება. მინდა ძალიან ნათლად ვთქვა: თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით სჭირდება ევროპას რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა, რათა მოლაპარაკებების წარმოებაში სხვებზე - ძირითადად შეერთებულ შტატებზე - არ იყოს დამოკიდებული.

მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი საქმე შეასრულა „ომით განადგურებული ქვეყნის მხარდაჭერის გაძლიერებით და კოალიციის გაერთიანებით“.

„როდესაც მესმის კაპიტულანტური გამოსვლა უკრაინის შესახებ, როგორ მოუწოდებს ზოგიერთი ლიდერი უკრაინას, აღიაროს, რომ დამარცხებულია, ამ ომში რუსეთის გადაჭარბებულად შეფასება, ეს უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომაა, რადგან ეს რეალობას არ შეესაბამება“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.