Loading data...
ემანუელ მაკრონი: მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ წესრიგის უზრუნველსაყოფად, რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფომ თავისი მისიები შეასრულა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მიმდინარე დემონსტრაციების დროს სახელმწიფომ თავისი მოვალეობები შეასრულა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაკრონმა პოლიციას რთულ ვითარებაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც ამ კვირაში მობილიზებულნი იყვნენ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. მათი წყალობით და რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფომ თავისი მისიები შეასრულა. პარასკევს შევხვდი საშუალო სკოლის მოსწავლეთა პროფკავშირებს და მოვისმინე ჩვენი ახალგაზრდების ლეგიტიმური მოლოდინები. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ხვალიდან გააგრძელებენ ამ დიალოგს და ძალიან კონკრეტულ პასუხებს გასცემენ მათ კითხვებს“, - წერს მაკრონი.