1750187916
უცხოეთი
ემანუელ მაკრონი: ირანის რეჟიმის შეცვლა ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე G7-ის სამიტზე, კანადაში ისაუბრა. მისი თქმით, ირანის რეჟიმის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა რეგიონში ქაოსს მოიტანს.
ემანუელ მაკრონმა საკუთარი პოზიცია მას შემდეგ დააფიქსირა, რაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობას, ჯერჯერობით, არ აპირებს.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს თეირანთან დიპლომატიის განახლების საკითხში. მისი აზრით, დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.
„მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველას გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, რათა ისევ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას“, - აღნიშნა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.