Loading data...
ემანუელ მაკრონი: ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება, ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა ევროპის წამყვან როლს მომავალი მშვიდობის ჩამოყალიბებაში.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ისინი, ვინც აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის უსაფრთხოების ამ ახალ არქიტექტურაზე ხვალინდელი დღისთვის, რადგან ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება.

ჩვენ კვლავ რუსეთის მეზობლად ვიცხოვრებთ, ევროპელებიც იმავე ადგილზე ვართ და არ მინდა, რომ ეს მოლაპარაკებები ევროპელების გარდა სხვა ვინმემ აწარმოოს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.