1777190929
უცხოეთი
ემანუელ მაკრონი: ჩვენ მსხვერპლნი ვართ, ამ რამდენიმე თვის წინ დაწყებული ომის!
„ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ჰორმუზის სრუტე ნავთობის გადაზიდვისთვის „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ გაიხსნას.
„ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
ჩვენი ძალისხმევა ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება, სწრაფად გახსნისკენ არის მიმართული. ვცდილობთ, ვუბიძგოთ დაინტერესებულ მხარეებს დაასრულონ მოლაპარაკებები, რათა სიტუაცია დავარეგულიროთ და სრუტე გაიხსნას“, – აღნიშნა მაკრონმა.