ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში 31 ოქტომბერს მოსალოდნელი საპროტესტო აქციები რისკებთანაა დაკავშირებული
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს მოსალოდნელი საპროტესტო აქციები კვლავ რისკებს შეიცავს, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა გასული შაბათ-კვირის 17 ოქტომბრის მსგავსი არეულობის განმეორების თავიდან აცილება მოახერხეს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ 24 ოქტომბერს გამართული აქციების დროს პროტესტის უფლება სათანადოდ იყო უზრუნველყოფილი.
„წესრიგი დაცული იყო“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
„მომდევნო შაბათი კვლავ რისკთანაა დაკავშირებული“, - დასძინა მან და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს „ორგანიზებულობას, ჩართულობას და დაიცავს საკუთრებასა და ადამიანებს“.
„ჩვენ გავაგრძელებთ მობილიზაციის მარშრუტების განსაზღვრას, რომლებიც ქალაქის ცენტრების გარეთ გაივლის“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს იმ მაღაზიების მფლობელებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაზარალდნენ.
„მთავრობას ვთხოვე, რეაგირება მოახდინოს იმ კანონიერ მოთხოვნებზე, რომლებიც ამ სოციალური მოძრაობის საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა მაკრონმა.