1737301872
უცხოეთი
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი იმუშავებს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის „სრულად განხორციელებაზე“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი აპირებს ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოს ღაზას სექტორში მძევლების ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „სრულად განხორციელება“.
„ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს რაც შეიძლება მალე. მაკრონი მოხარულია, რომ ისრაელის კაბინეტმა დაამტკიცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მადლობა გადაუხადა ეგვიპტელ, კატარელ და ამერიკელ შუამავლებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ზავის მიღწევაში“, - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 18 იანვარს ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. 19 იანვარს „ჰამასმა“ 3 ისრაელელი მძევალი წითელ ჯვარს გადასცა.